მიხეილ სააკაშვილი: ვიცი ერთი რამ – მოდის 23 ნოემბერი

პუბლიკა

„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა“. – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში,  მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.

„ერთი რამ ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი.  ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია. ყველაფერი გამოგვივა“. – თქვა სააკაშვილმა.

დღეს პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებულ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროექტს კენჭი უყარა. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.