მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - გარდაიცვალა ბორტზე მყოფი რვავე პირი

პუბლიკა

იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იუწყება.

თვითმფრინავი, რომელიც მილანის აეროპორტიდან აფრინდა, სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა.

თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ცარიელი იყო. შეჯახების შედეგად, ირგვლივ მდგარი რამდენიმე ავტომანქანაც დაიწვა.