მილერი: ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, საუბარია სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებზე

პუბლიკა

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ენტონი ბლინკენის განცხადება საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვაზე არ არის მხოლოდ რიტორიკა და საკითხი რეალურ პოლიტიკურ შედეგებს, მათ შორის, ფულადი დახმარების გადახედვას, პოტენციურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს ეხება.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი ურთიერთობის გადახედვის შესახებ ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ, იმ კანონის გათვალისწინებით, რომელიც საქართველომ მიიღო… ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, საკითხი ეხება რეალურ, სერიოზულ პოლიტიკურ შედეგებს.

საუბარია დახმარებაზე, რომელსაც ჩვენ ვუწევთ საქართველოს. დაახლოებით 390 მილიონზე, რომელიც გასული წლების ბიუჯეტით არის გათვალისწინებული და ახლა განხილვის პროცესშია. საუბარია პოტენციურ სანქციებზე, სავიზო შეზღუდვებზე, რაც ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინ გამოვაცხადეთ. ახლა ვსწავლობთ, განვახორციელოთ თუ არა, ან როგორ და როდის განვახორციელოთ ის. ასე რომ, თქვენ უფრო მეტს ნახავთ, უფრო მეტს მოისმენთ ჩვენგან ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს არა […]

სახელმწიფო მდივანი იყო ის, რომელმაც გამოაცხადა პოლიტიკის გადახედვის შესახებ, საბოლოო ჯამში, ამ პროცესს სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენი კოლეგები და თანამშრომლობენ სხვა სააგენტოებთან. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კოლეგებთან კონსულტაციის შედეგად”, – განაცხადა მილერმა.