„მინდა, ბიძინას ვუთხრა, გამოუშვას მიშა სააკაშვილი“ - კიკაბიძე

პუბლიკა

მომღერალი და „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„მინ­და, ბი­ძი­ნას ვუ­თხრა, არ ვიცი სად არის, გა­მო­უშ­ვას მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი იმი­ტომ, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად კლა­ვენ და თუ გა­მო­უშ­ვა, მა­გის შვი­ლიშ­ვი­ლებს ეტყვიან მადლობას მერე. ეს არის ჩემი თხოვ­ნა. „ბაკ­ლანებ­თან“ ლა­პა­რაკი არააქ აზრი იმიტომ, რომ მა­გა­თი დი­რექ­ტო­რია ერთი კაცი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ეგ არის. თუ ჩა­აკ­ვდათ ხელ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში დედა შვილს ვერ აიყ­ვანს. ჩვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა, რამე რომ მოხ­დეს. ამას ერი ვერ მოიწმინდავს რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნე, ის­ტო­რი­ა­ში შევა ეს ამ­ბა­ვი და ძლივს გაგ­ვიჩ­ნდა ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ერთი. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რომ გა­და­იყ­ვა­ნონ და ცოტა გა­მო­ა­ცო­ცხლონ, არა­ფე­რი არ უნდა იმ კაცს, ნუ ეში­ნი­ათ. ამათ ეში­ნი­ათ მა­გი­სი გაშ­ვე­ბა. ნუ ეშინიათ იმიტომ რომ ერთია, რა“, – ამბობს კიკაბიძე გადაცემა „სხვა ნანუკაში“.

ბუბა კიკაბიძე, როგორც პარლამენტის წევრი, დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. „მთავარი არხის“ ცნობით, კიკაბიძეს არავისთან შეხვედრის გეგმა არ აქვს და მან მხოლოდ პარლამენტის ბანერთან უნდა გადაიღოს დეპუტატის ვებგვერდისთვის საჭირო ფოტო. მედიის ცნობით, ის საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიურად ჩართვას არ აპირებს, თუმცა, სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა საკითხის კენჭისყრაში, მათ შორის, სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაში.