„მინდა, დავესესხო თქვენს მამას, ეროვნულ ლიდერს, პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს" - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება ჰეიდარ ალიევის ციტირებით დაასრულა:

„დაბოლოს მინდა, რომ დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართულ საზოგადოებას.

აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრებისა და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა.

ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა საერთო პრესკონფერენციაზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile