საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს, ხელისუფლების მხრიდან გარკვეული წინაპირობების შესრულების შემდეგ. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ ისაუბრა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა ჟურნალისტებთან, რომელშიც ნათქვამია, რომ შიმშილობა დღეს უკვე რუსეთის ინტერესებშია და დესტაბილიზაციას ემსახურება. ამიტომ გაითვალისწინებს ევროსასამართლოს მოწოდებას და შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს.
მიხეილ სააკაშვილი წერილში ასევე მიმართავს „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას.
„აქვე მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვა, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო. მინდა, მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მოითხოვს, რომ მისი მკურნალობის ადგილი განსაზღვროს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსლიუმმა. მას შემდეგ, რაც კონსილიუმი მიიღებს გადწყვეტლებას, ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობაც.