სააკაშვილი მზადაა, შიმშილობა შეწყვიტოს - რა წინაპირობები აქვს მას

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ის შიმშილობას შეწყვეტს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი წერს, რომ მისი შიმშილობა დღეს უკვე რუსეთის ინტერესებშია და დესტაბილიზაციის მოწყობას შეეცდება. ამიტომ გაითვალისწინებს ევროსასამართლოს მოწოდებას და შეწყვეტს შიმშილობას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებას მოითხოვს.

„ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსეთისა და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ, არა ჩემს, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს, ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდება და შევწყვიტო შიმშილობა.

ოღონდ, ამ შიმშილობას აქვს დათქმა – შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე მისი მართვის პროცესი. ამიტომაც გლდანის ციხის საავადმყოფოში არც ამისი ტექონოლგიური პირობებია, არც სათანადო მედპერსონალი. ამის გარდა, წარმოუდგენელია, მე ვენდო იმ დაწესებულების პერსონალს, ვინც წამების მდგომარეობაში მამყოფებს და ამისი კადრებიც იხილეთ“, – წერს სააკაშვილი.

ამის გარდა, სააკაშვილის თქმით, ის უდიდეს საფრთხედ მიიჩნევს გორის ჰოსპიტალში გადაყვანასაც, რუსული საოკუპაციო ჯარების სიახლოვის გამო. ამიტომ მოითხოვს, რომ მისი მკურნალობის ადგილი განსაზღვროს სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულმა კონსლიუმმა. მას შემდეგ, რაც კონსილიუმი მიიღებს გადწყვეტლებას, ის მზადაა, შეწყვიტოს შიმშილობაც.

LB loan image desktop LB loan image mobile