მინდა სცენაზე მოვიწვიო ჩვენი დედაქალაქის გულშემატკივარი ირაკლი ღარიბაშვილი - მერმა და პრემიერმა ნაძვისხე აანთეს

პუბლიკა

„სანამ რამდენიმე სიტყვას გეტყოდეთ,  მინდა სცენაზე მოვიწვიო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ჩვენი დედაქალაქის გულშემატკივარი, თავისი ლამაზი ოჯახით, ირაკლი ღარიბაშვილი” – ასე წარადგინა პრემიერი თბილისის მერმა ნაძვისხის ანთების ცერემონიალზე.

პრემიერ მინისტრმა საქართველოს მოსახლეობას მიულოცა დამდეგი ახალი წელი. მისი თქმით, 2021 რთული, მაგრამ გარდამტეხი წელი იყო და „ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ” – თქვა მან.

კალაძის თქმით კი „ჩვენი პრობლემაა გაუცხოება, უფრო მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთანეთი, ძალიან მიყვარხართ ყველანი” – თქვა მან ნაძვისხის ანთებამდე სიტყვით მიმართვისას.