მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას – პაპუაშვილი

პუბლიკა

„მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მოძმე უკრაინას ქვეყნის სუვერენიტეტსა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნვის საკითხში“, – ასე დაიწყო ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან სხვა ქვეყნის სუვერენიტეტისა თუ ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.

„მე რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან და მასაც გამოვუცხადე ჩვენი თანადგომა.

დღეს მთავარი ამოცანაა უკრაინაში ახალი ომის არდაშვება და ვფიქრობ, ჩვენი ყველა ძალისხმევა, ჩვენი საქმე, ჩვენი სიტყვა უნდა იყოს მიმართული სწორედ აქეთკენ, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. შესაბამისად, ეს არის როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ინტერესში, ასევე, რეგიონის ინტერესში.

მნიშვნელოვანი და კრიტიკულია დასავლეთის ერთიანობა, იმისათვის, რომ არ დაუშვან საომარი მოქმედებები უკრაინაში. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვმოქმედებთ სწორედ ამ კომუნიკაციის შესაბამისად”,  – განაცხადა პაპუაშვილმა.