საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა. პრემიერს კითხვებს უსვამენ დეპუტატები.
პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გუგული მაღრაძემ გიორგი გახარიას უთხრა, რომ მას კონკრეტული კითხვები აღარ აქვს, არამედ ცოტა უცნაური და კონცეპტუალური. გუგული მაღრაძე დაინტერესდა, რუტინული მართვის დროს რა ტიპის ხარვეზებს აწყდება მთავრობა.
„მე მქონდა კონკრეტული კითხვები, მაგრამ მოხსენების გაცნობის შემდეგ და თქვენი გამოსვლის შემდეგ, ეს კონკრეტული კითხვები აღარ მაქვს.
მაქვს, ერთი ცოტა უცნაური, შეიძლება კონცეპტუალური კითხვა. თქვენმა ხელისუფლებამ და თქვენ პირადად გამოავლინეთ ძალიან კარგი უნარი კრიზისულ სიტუაციში ქვეყნის მართვის, ამას აღიარებს ქვეყნის შიგნით მოსახლეობა და ქვეყნის გარეთ შესაბამისი ორგანიზაციები.
მე მაინტერესებს სულ პანდემია და სულ კრიზისი ხომ არ იქნება, თუმცა ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე შეიძლება ყოველთვის იყოს კრიზისული სიტიაცია, მაგრამ რუტინული მართვის დროს, ყოველდღიური მართვის დროს, თუ თქვენ შეადარებთ, რა არის ის ნაკლოვანებები, ხარვეზები რაც შესაძლებელია ქართულ სინამდვილეში მთავრობას ჰქონდეს? გვესმის იქ კადრი, ბიუროკრატია და ა.შ მაგრამ თქვენი ხედვა ჩვენთვის იქნებოდა ძალიან საინტერესო, “- მიმართა გუგული მაღრაძემ პრემიერ-მინისტრს.