„მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით“ - რულოვსი

პუბლიკა

„დიდი მადლობა ყველას! მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით!“, – წერს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში და აზიარებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მინიტორინგის თაობაზე ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას.

გუშინ 17 ნოემბერს ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე.

დასკვნის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რა პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.