მიშელი: პირადად გარწმუნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გექნებათ ვაქცინებზე წვდომა

პუბლიკა

შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1.5 მლრდ ევროს ოდენობის პაკეტს, რათა მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში, რათა თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, – განაცხადა შარლ მიშელმა.