მიშელმა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ არსებით ნაბიჯად შეაფასა

პუბლიკა

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი შარლ მიშელი მიესალმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ და ამას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ არსებით ნაბიჯად აფასებს.

განცხადების მიხედვით, შარლ მიშელი ასევე მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მესამე მოსმენით არ მიღების თაობაზე და ამას  პოზიტიური ნაბიჯად აფასებს: „სისტემურ მიდგომაზე ფოკუსირება საჭიროა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად”.

შარლ  მიშელი ასევე აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოს გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ პოზიტიურ იმპულსს ქმნის რეფორმებისთვის, რათა წინ წავიდეს საქართველო ევროპულ გზაზე.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში შარლ მიშელი ასევე მიესალმება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო არ მიუბრუნდება „უცხოური აგენტების” შესახებ კანონპროექტს.