მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს

პუბლიკა

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს აუცილებლად მოაწერს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა პეტიციაზე ხელის მოწერა, ის პასუხობს:

„ტაძართან ვართ. ქრისტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას”.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-14 დღეა ციხეში შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას, გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელი სამმა უმაღლესმა იერარქმა – შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა, ახალქალაქისა და კუმურდოს, და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა და მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა – მოაწერა.