მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, მათი შრომის მადლიერი ვართ - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ჟურნალისტები, ფოტოგრაფები, ოპერატორები დაუღალავად შრომობენ, რომ საზოგადოებას სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ.

„დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული რესურსებით დაუღალავად შრომობენ, რათა საზოგადოებას სწორი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ. ამ კრიზისის საპასუხოდ საუკეთესო ინსტრუმენტი ინფორმაციაა და პროფესიონალი ჟურნალისტები დიდი რისკის ფასად მუშაობენ, რათა ჩვენ ეს ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ მათი შრომის მადლიერი ვართ”, – აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.

დღეს მივესალმებით მამაც ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებსა და ოპერატორებს, რომლებიც გამოწვევებით სავსე პირობებში, შეზღუდული…

Posted by US Embassy Tbilisi, Georgia on ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2020