მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის კახა კალაძე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს და ტურისტების შემოდინებას მიესალმება.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ საქართველო ომს არ იწყებს და ომში არ ერთვება. საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება, საქართველო სანქციებს არ უერთდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

თუ რომელიმე კომპანია ან პიროვნება სანქცირებულია, რა თქმა უნდა, ამას საქართველოში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. საქართველოში არსებობს კონსტიტუცია და არსებობს კანონი. ნებისმიერი ადამიანი, იქნება ეს საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ საქართველოს კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება ყოველთვის“, – განაცხადა კალაძემ.