მივმართავ სასამართლოს, დარბაზში შემოუშვან ჟურნალისტები, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში ქვეყნდება მისი განცხადება, სადაც ის მიმართავს სასამართლოს, 2 დეკემბრის სხდომას დაასწრონ ჟურნალისტები თუნდაც აპარატურის გარეშე.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო დარბაზში ჩემი კოლეგების ნახვა. მაგრამ, ამჯერად მივმართავ სასამართლოს, რომ დარბაზში შემოუშვან ნებისმიერი პოლიტიკური მიმდინარეობის ჟურნალისტები, თუნდაც აპარატურის გარეშე, რათა საკუთარი თვალით ნახონ ეს ისტორიულად სამარცხვინო პროცესი და შეძლონ ადგილზე ჩამოუყალიბდეთ საკუთარი შთაბეჭდილება“, – წერს სააკაშვილი.

ხვალ, 2 დეკემბერს ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა გაიმართება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დაასწრებენ თუ არა პროცესს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში პოსტშიმშილობის მკურნალობას გადის.