მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცეს.
„გვაწუხებს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებით გამოწვეული სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. მოლდოვა უერთდება საქართველოს მთავრობის მიმართ ზელენსკის მოწოდებას, ნება დართონ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სამკურნალოდ საზღვარგარეთ წავიდეს”, – წერს სანდუ Twitter-ზე.
„ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა, ეს არ შეეფერება საქართველოს და უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.