პოდოლიაკი: უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  უკრაინა მზადაა მიიღოს მიიღოს მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„შეუძლებელია უყურო, როგორ კვდება პირდაპირ ეთერში ადამიანი, რომელსაც იცნობ. შეუძლებელია საქართველოს ისტორიისა და მისი პრეზიდენტის სიკვდილის ყურება ცივილიზებული სამყაროს თვალწინ. უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი, გარანტირებული იყოს მისი უსაფრთხოება და სათანადო მკურნალობა. საქართველო, გააკეთე სწორი არჩევანი“, – წერს ის.

მიხეილ სააკაშვილის შესახებ გუშინ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მან  მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.