მიზნობრივი ტესტირების ჯგუფს ტურისტული ობიექტების მომსახურე პერსონალი დაემატება - მთავრობა

პუბლიკა

უწყებათაშორის საბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

საბჭოს გადაწყვეტილებით, მიზნობრივ ჯგუფებს დაემატა კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ შეინიშნება  შიდა ტურისტული ნაკადების პოზიტიური ტენდენცია საქართველოს სხვადასხვა კურორტზე. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი გაივლის ტესტირებას, ვისაც შეხება აქვს ტურუსტებთან/დამსვენებლებთან და ჩართულია სერვისის მიწოდების სფეროში.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა 1361-ია.