გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც მკაცრდება საზღვარზე შემოსვლის პირობები კორონავირუსთან დაკავშირებით, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ქვეყანას უკვე დაწესებული აქვს გარკვეული შეზღუდვა ჩინეთიდან, ირანიდან, სამხრეთ კორეიდან და იტალიიდან ჩამომსვლელი პირებისთვის, ამ რეჟიმს ემატება გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ბრუნდება ამ ქვეყნებიდან, გაივლის 14-დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე საზღვარზე წარადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული კვლევა ან ისიც გაივლის საკარანტინო რეჟიმს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.