მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს - აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგია

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი.

„რამდენადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ასევე ვიმუშავებთ სხვა დემოკრატიული ქვეყნების სტაბილურობისა და გამძლეობის გასაძლიერებლად. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ მისწრაფებებს და მათ ერთგულებას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმების მიმართ. ჩვენ დავეხმარებით პარტნიორებს დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების განმტკიცებაში. ჩვენ მხარს დავუჭერთ დიპლომატიურ ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.“ – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში. [„პირველი არხის“ თარგმანი]