მხარს დავუჭერთ, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ - ესპანეთის პრემიერი

პუბლიკა

ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას. მისი თქმით, ესპანეთი მხარს უჭერს ევროკომისიის რეკომენდაციებს, შესაბამისად მხარს უჭერს წინადადებას, რომ აქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც დასკვნაში ასახული რეკომენდაციები განხორციელდება.

„მივესალმები საქართველოს გადაწყვეტილებას მიმართოს ევროკავშირში გაწევრიანებას. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, რათა დაიწყოს რეფორმების პროგრამა, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ტრანსფორმაციას და ადაპტაციას და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მატერიალიზებას. ისეთ ქვეყნებს, როგორიც ესპანეთია ჩვენ უკვე საკუთარ თავზე გამოვცადეთ და გავიარეთ გაწევრიანების აღნიშნული ფასი, გვესმის გამოწვევის სიდიდე მაგრამ, ასევე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიო ნება, დაიკავოს თავისი კანონიერი ადგილი ევროპულ ოჯახში, იქნება საუკეთესო საშუალება საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – წერს პედრო სანჩესი.