მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია, შეფასებები იქ ვერ ვნახე - ფინანსთა მინისტრი ისტორიის სახელმძღვანელოზე

პუბლიკა

ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მიაჩნია, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოში ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილზე შეტანილი ინფორმაცია მოიცავს მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებს და მასში შეფასებითი ნაწილი არაა.

„იქ ფაქტობრივად მე რაც ვნახე, მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებებია და არ არის მოყვანილი გარკვეულწილად შეფასებები.

თქვენ ახსენეთ ქება-დიდება და მე იქ ვნახე მხოლოდ ბიოგრაფიები ადამიანების, რომელიც პირველი პირები იყვნენ წლების განმავლობაში.

შესაბამისად, გაურკვეველია, რაზე ხდება ამ აჟიოტაჟის ატეხვა. როდესაც მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებებზეა საუბარი. გარეკვულწილად შეფასებები იქ ვერ ვნახე”, – განაცხადა მან.


5 დეკემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელობის ფოტოები, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაციაა ასახული.

იგი მოხსენიებულია ქველმოქმედად და მეცენატად, მოთხრობილია მისი მოკლე ბიოგრაფია და ნათქვამია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაღრმავდა ევროპული ინტეგრაცია.

ამან სოციალურ ქსელებში პროტესტი გამოიწვია დღეისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქციებიც.