მკურნალო, განკურნე თავი შენი! – ცაავას რჩევა საპატრიარქოს „And then we danced-ზე"

პუბლიკა

ჭონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა „tv პირველთან“ ფილმის And then we danced-ის კინოთეტრებში ჩვენების შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე  ამბობს, რომ დადგმული სცენარია და ვიღაცას ეს აწყობს. მისი თქმით, ეს სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენების გადაფარვის მცდელობაა.

„შევახსენებ საპატრიარქოს უპასუხისმგებლო ჯგუფს სახარების სიტყვებს: მკურნალო, განკურნე თავი შენი! ვიღაცას აწყობს ეს დადგმული სცენარი დაპირისპირებისა. ანუ მე ვფიქრობ, რომ სინოდის გაგრძელების გადაფარვის მცდელობაა. ფაქტობრივად, შეთანხმებული სცენარია. ამ ფილმის ჩვენების ორგანიზაციაც და წინააღმდეგობაც, ორივე შეთანხმებულია“, – აცხდებს ყოფილი მიტროპოლიტი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ფილმი არ უნდა აჩვენონ.

„ამ ეტაპზე არ უნდა მოხდეს [ჩვენება]. ზოგადად, კიდევ ერთხელ ვამბობ, სჯულის კანონის და ძეგლის წერილის  პროპაგანდა უნდა მოხდეს, მეთვრამეტე კანონის, და უნდა დავგმოთ და ვაღიაროთ ამ ცოდვის მომაკვდინებელი არსი და შეიძლება ბევრმა ე.წ. გეიმ აჯობოს სინანულში ბევრ მქადაგებელს“, – თქვა პეტრე ცაავამ.

„პუბლიკა“ ემიჯნება ჰომოფიურ განცხადებებს.