მკვლევრის მუზეუმებში დაშვებისას დირექტორატმა სამინისტროს უნდა აცნობოს - ცვლილება ბრძანებაში

პუბლიკა

კულტურის მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების მიხედვით, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის ეროვნულ მუზეუმში შესვლა მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით იქნება შესაძლებელი. დირექტორატის გადაწყვეტილება კი სამინისტროს უნდა ეცნობოს.

ცვლილებებს ხელს აწერს მინისტრი თეა წულუკიანი და ის უკვე ატვირთულია საკანონმდებლო მაცნეში. ცვლილებები შევიდა ბრძანებაში  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“. 

„მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს, “- წერია ბრძანებაში.