მოძრაობა „სირცხვილია“ კახა კალაძეს მიმართავს

პუბლიკა

მოძრაობა „სირცხვილია“ თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს და აცხადებს, რომ, რადგან მერიამ ვერ მოახერხა პარლამენტის წინ მდებარე სივრცის 5 თვის განმავლობაში რეაბილიტაცია, მოძრაობა მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაო შეასრულოს.

„უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ.

2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა, პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად“, – აცხადებენ მოძრაობის წევრები.