„მოძრავი სახლი“ | GAGOSH-ის სტენსილი აფრიკის დასახლებაზე

პუბლიკა

„რასაც არ უნდა ამბობდეს კანონი, აღსრულების დროს და ფორმას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სოციალურად ყველაზე დაუცველ ადამიანებს ეხება საქმე“, – წერს ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძე (GAGOSH) და აფრიკის დასახლებაში ბოლო დღებში სახლების დემონტაჟის ამბავს ეხმაურება.


აფრიკის დასახლებაში, სანაძის ქუჩაზე, ვითარება 15 დეკემბერს, დილიდან, მას შემდეგ დაიძაბა, რაც თბილისის მერიამ პოლიციის თანხლებით სახლების დემონტაჟი დაიწყო. ადგილობრივებმა სახლების დემონტაჟი გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული და მუნიციპალურმა ინსპექციამ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი კანონის შესაბამისად დაიწყო.