მოგერინი: საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმების შეფერხების რისკს ვხედავთ

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თქმით, საქართველო მათი საიმედო მოკავშირეა და ამიტომ არასდროს არიდებენ თავს, როცა ქვეყანაში რეფორმების ჩავარდნის რისკს ხედავენ, ისევე როგორც დღეს.

„ჩვენს კონტინენტზე კონფლიქტები არ გამქრალა. პირიქით, თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთან საქართველოს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ უსაფრთხოების საკითხები ბოლო თვეების განმავლობაში გაუარესდა.

ამიტომაც გავზარდეთ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა.  რადგან ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის მიმართ არ არის მხოლოდ განცხადება ან პრინციპის დეკლარირება, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიური კონკრეტული სამუშაოს ფუნდამენტი.

საქართველო არის ახლო და საიმედო მოკავშირე ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორობაში და ზუსტად ეს არის მიზეზი, რატომაც არ ვარიდებთ თავს, როდესაც ჩვენ ვხედავთ რისკს, როგორც დღეს ვხედავთ რისკს ქვეყანაში კანონის უზენაესობის მიმართულებით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმის შეფერხებაში“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას.