მოლდოვას პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი მიიჩნევს, რომ რუსეთს შეუძლია თავისი ჯარების გაყვანა დნესტრისპირეთიდან უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების ფარგლებში.
ინფორმაციას მედია ტელეკომპანია Jurnal TV-ზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ მოლდოვის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, რა პირობები იქნება საჭირო იმისათვის, რომ რუსეთმა ჯარები გაიყვანოს.
„ახლა არის საერთაშორისო კონტექსტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ჯარების გაყვანა დნესტრის მარცხენა სანაპიროდან ამ მოლაპარაკების პროცესის ფარგლებში. შესაძლოა, ეს არ მოხდეს აუცილებლად სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, ეს ძნელი წარმოსადგენია უახლოეს მომავალში, არამედ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც ეხება უკრაინას და ევროკავშირის უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას“, – თქვა რეჩანმა.
მოლდოვა დაჟინებით მოითხოვს ამ საკითხის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიტანას, დასძინა მან.
დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში რუსი სამშვიდობოები 1992 წლიდან იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა რუსეთის მხარდაჭერით დამოუკიდებლობის მოპოვება სცადეს. ამჟამად დნესტრისპირეთი მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება, რეგიონში რუსი სამშვიდობოების გარდა, განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზაც.