ქალაქის მერმა გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. თქვა, რომ ჩანაწერების შინაარს არ შეაფასებს, ჟურნალისტების შეკითხვას კი უპასუხა, რომ საზოგადოება უახლოეს მომავალში მიიღებს დამატებით ინფორმაციას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა დამატებით ინფორმაციაში.
“მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ. დაელოდეთ და გაიგებთ. ნუ შფოთავთ, დაელოდეთ.” – განაცხდა კალაძემ.
მისი თქმით, ის ფარული ჩანაწერების შინაარს არ შეაფასებს.
“ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც აქამდე გამიკეთებია კომენტარი და შეფასება და არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორი მგონია. მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა, მეტი ინფორმაცია მიიღოთ. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს და გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრთან ერთად ვინ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებებზე. ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“. – განაცხდა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან.