„დღეს ადრეა ამაზე საუბარი“ - კალაძე მერის არჩევნებში მონაწილეობაზე

პუბლიკა

ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

„მომდევნო დღეების, თვეების განმავლობაში, როცა მოვა ამის დრო, თქვენ გაიგებთ ყველაფერს. მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში თუ არა, ამაზე გექნებათ ინფორმაცია. მე მალული ნაბიჯები არ გადამიდგამს არასოდეს. ყველაფერს თავისი დრო აქვს. დღეს ადრეა ამაზე საუბარი. ნუ ვჩქარობთ. მე მაქვს ბევრი პასუხისმგებლობა აღებული თბილისის და თბილისელების წინაშე.“ – განაცხადა კახა კალაძემ.