„მონა, მონა“ - პრეზიდენტს გურიაში პროტესტით დახვდნენ

პუბლიკა

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აქციით დახვდნენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აქციას მართავენ ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მოსახლეობა.

ისინი პრეზიდენტს შეძახილებით „მონა“ შეხვდნენ. მათ ზურაბიშვილს ასევე მიუტანეს ლობიო და პრასი.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიას ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი სამი დღის განმავლობაში ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდება და რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.

გურიაში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც.