„მონა“ - წულუკიანმა ბიბლიოთეკის შენობა სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

პუბლიკა

„მონა!“, „მონა!“ – იუსტიციის მინისტრნმა თეა წულუკიანმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა შეძახილებისა და სტვენის ფონზე დატოვა.

 

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დღეს დილით პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან ბიბლიოთეკის შენობისკენ გადაინაცვლეს, სადაც თეა წულუკიანი ღონისძიებას ესწრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენჯერმე შეხლა-შემოხლაც მოხდა. პოლიციამ ძალის გამოყენებით აქციიდან აქციის რამდენიმე მონაწილე გაიყვანა. მათ შორის გიგი უგულავა და გიორგი კანდელაკი, რომლებიც მოგვიანებით აქციაზე დაბრუნდნენ და განაცხადეს, რომ პოლიციამ ისინი აქციას განარიდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, პოლიციამ ასევე გაიყვანა აკიდევ სამი მონაწილე,- ლაშა ჩხარტიშვილი, დავით ნაფეტვარიძე და ანრი ჯღანჯღავა. შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მათ შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.