ოპოზიციის ლიდერები ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა

პუბლიკა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც კონფერენცია იმართება და, ოპოზიციის ინფორმაციით, თეა წულუკიანი უნდა მივიდეს, ვითარება დაიძაბა. პატრულის თანამშრომლებს ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიიდან აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები ძალის გამოყენებით გაჰყავს. გიგი უგულავა პატრულმა ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში და ტერიტორიიდან გაიყვანა. ტერიტორიიდან პატრულმა  გიორგი კანდელაკიც გაიყვანა.

ბიბლიოთეკასთან მობილიზებულია პოლიცია. იმყოფებიან აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები.

ერთი წუთის წინ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე გამოუშვეს.

LB loan image desktop LB loan image mobile