მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით - იოსელიანი

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა, რომ მოქალაქეები „განუწყვეტელი აქციებით დაიღალნენ“ და მისი პარტია ამას არ შეუერთდება.

„ჩვენი მოქალაქეები დაიღალნენ განუწყვეტელი დაპირისპირებით და დაიღალნენ განუწყვეტელი აქციებით.

NDI-ის ბოლო კვლევაში მოქალაქეების 80% ამბობს, რომ პროცესმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში. ესაა ერთ-ერთი სწორი გამოსავალი, ამიტომ მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი რომ უნდა დასრულდეს ნიკა მელიას გათავისუფლებით და მოლაპარაკებით, ეჭვი არ მეპარება და ამაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებას და პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ აქციებში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, თუმცა მათი მოთხოვნები არის ლეგიტიმური და ერთ- ერთი მოთხოვნა, რაც არის ვადამდელი არჩევნები, ამის მიმართ სოლიდარულები ვართ.

ჩვენ არ შევუერთდებით აქციებს. ჩვენ კონკრეტული ამოცანა გვაქვს, რისთვისაც ვართ პარლამენტში და ეს არის საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რაც არის გადამწყვეტი ამ ქვეყნისთვის. თუ არჩევნებს ექნება ნდობა, აწი არასოდეს აღარ იქნება ასეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, არც აქციების საფუძველი გახდება არჩევნები და არც დაპირისპირების“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.