მორგოშია: 8-ში დაძაბულობა თუ იქნება, ჩვენ მობილიზება დაწყებული გვაქვს

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობის ,,ალტ-ინფოს” ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, რომ თუკი 8 ნოემბერს იქნება რაიმე ,,დაძაბულობა, ისინი მობილიზებულები იქნებიან”.

მორგოშიას განცხადებით, ,,ანტიმაიდანის” ორგანიზაცია მოახდენს ხალხის იმხელა მასის მობილიზაციას, რომელიც ,,მაიდანს გააჩერებს უპრობლემოდ” – უთხრა მან ,,ტვ პირველს”.

,,8-ში არის ასე ვთქვათ, ევროსაბჭო დადებს შუალედურ დასკვნას. თუ რაიმე დაძაბულობა იქნება, ჩვენ მობილიზება უკვე დაწყებული გვაქვს. თუ ანტიმაიდანი შედგება და საქართველოს სტრუქტურები ვერ გაუმკლავდებიან, ,,ანტიმაიდანის” ორგანიზაცია მოახდენს ხალხის იმხელა მასის მობილიზაციას, რომელიც მაიდანს გააჩერებს უპრობლემოდ.

…შევქმნათ სამხედრო საბჭო, უკვე მოლაპარაკებულები ვართ სამხედრო ექსპერტებთან და ძალოვნებთან. ჩვენ გთავაზობთ, თუ როგორ უნდა დავდგეთ ქვეყნის სადარაჯოზე – ამბობს მორგოშია.

,,ტვ პირველის” ინფორმაციით, პრორუსული ძალების შეკრება ამ წუთებში მცხეთაში მიმდინარეობს.