მოსახლეობის 43% ხმას კალაძეს მისცემდა, მელიას – 30%, გახარიას – 12% | Edison Research-ის კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა. შეკითხვაზე, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 43%-მა კახა კალაძე დაასახელა, ნიკა მელია – 30%-მა, გიორგი გახარია კი – 12%-მა.

დანარჩენი პოლიტიკოსების მაჩვენებლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ანა დოლიძე – 6%;
  • ანა ბიბილაშვილი – 3%;
  • სხვა – 6%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 12 სექტემბრიდან – 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის.