მოსახლეობის 51% ამბობს, რომ სურს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - Edison Research

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა კვლევა ჩაატარა. ტელეკომპანია კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის  51%, ამბობს, რომ სურს, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და არ უნდა, რომ ქართულმა ოცნებამ აიღოს ხმების მინიმუმ 43%. გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ არ უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.