მოსახლეობის 64% არ ასახელებს პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა, 64%,  არცერთ არსებულ პარტიას არ უჭერს მხარს/არ აქვს პასუხი/უარს აცხადებს პასუხზე.

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. კონკრეტული პარტია მხოლოდ 35%-მა დაასახელა.

„პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება, “- ამბობენ NDI-ში.

კვლევის მონაცემები კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, ასე გადანაწილდა:

მოსახლეობის 64% პასუხობს – არცერთ პარტიას; 22%- „ქართულ ოცნებას“; 7%- „ნაციონალური მოძრაობა“; 6%- სხვა პარტიები.

NDI-ის ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.