მოსამართლე ნინო ენუქიძემ ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ, ვაჟა გაფრინდაშვილი 500 ლარით დააჯარიმა.

მას 27 დეკემბრის საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევას ედავებიან.

თავად გაფრინდაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც, შსს-ის მტკიცებით, მან გზა უკანონოდ გადაკეტა, „მაკდონალდსში“ იყო და აქციაზე საერთოდ არ ყოფილა.

მისივე თქმით, შსს-ის მიერ მტკიცებულებად მოტანილ ვიდეოში გაფრინდაშვილი 20:37 წუთზეა გადაღებული, სამართალდარღვევის ოქმი კი 20:17 წუთზეა შედგენილი – ამ დროს ის აქციაზე არ ყოფილა.

მანამდე გაფრინდაშვილმა მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, ვინაიდან ნინო ენუქიძე ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული და, ამასთანავე, გაფრინდაშვილის თქმით, ენუქიძეს „ქართული ოცნების“ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღების 100%-იანი სტატისტიკა აქვს.

მოსამართლემ გაფრინდაშვილის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.