მოსამართლეების დანიშვნა, იუსტიციის საბჭო, სასამართლოს რეფორმა | სისტემის გამოწვევებზე ფორუმი იმართება

პუბლიკა

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მართავს მართლმსაჯულების ფორუმს: „სასამართლო სისტემის გამოწვევები და რეფორმის პერსპექტივები“.

ფორუმს ესწრებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ფორუმის მსვლელობისას გაანალიზებული იქნება სასამართლო რეფორმის ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა:

  • პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნა;
  • უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი;
  • სასამართლო რეფორმის მე-3 და მე-4 ტალღების ეფექტურობის შეფასება და შემდგომი რეფორმის კონცეფციის შემუშავების საჭიროება.

პარლამენტმა სასამართო რეფორმაზე მუშაობა უკვე დაიწყო, გაიმართა სამუშაო ჯგუფის  შეხვედრა.

რეფორმაზე მუშაობის დაწყების პარალელურად, გრძელდება სასამართლოში და საბჭოში წევრების არჩევის პროცესიც. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატი პარლამენტს გადაეგზავნა დასამტკიცებლად. საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნულ კანდიდატებს შეაფასებს.

ოპოზიცია, დიპლომატები და არასამთავრობოები მოითხოვენ, შეწყდეს დანიშვნის პროცესი სანამ რეფორმა არ მიიღებენ. ამ მოთხოვნის არდაკმაყოფილების გამო ოპოზიციამ და სახალხო დამცველმა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.