მოსამართლემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა

მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ხოლო სასჯელის სახით 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულების ბოლო პროცესი სექტემბერში იყო, ამ სხდომაზე მათ პროტესტი გამოთქვეს მომდევნო პროცესის ორი თვის შემდეგ, ნოემბერში ჩანიშვნის გამო. დაცვის მხარე პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაზე საუბრობდა.

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის პატიმრობა სამაგალითო დასჯის და პოლიტიკური შურისძიების მაგალითად აფასებს.

სასამართლო პროცესზე საბა მეფარიშვილის დედა შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა.