მოსამართლე ნინო ენუქიძემ სანაპიროზე, საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.
სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.
ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით სხდომის დაწყებისას მიმართეს, მათი თქმით, საქმის მასალების გაცნობისთვის დრო სჭირდებათ.