მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ ბათუმში „ზებრაზე“ სიარულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„ბათუმელების“ ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მარიანა ფომაევამ „ზებრაზე“ სიარულის გამო 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილე 18 პირი.

მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზებრა გადასასვლელზე ინტენსიური მოძრაობით ხელოვნურად ბარიერის შექმნას ედავებოდა.

გამოცემის ცნობით, მოსამართლეს არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა აქციის მონაწილეების დაჯარიმება.

საუბარია 2025 წლის 31 იანვრის აქციაზე, როცა აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა უთხრეს, რომ არ იყვნენ „საკმარისი რაოდენობით“ და ქუჩის სავალი ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ. აქციის მონაწილეების ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ზებრაზე გადაადგილება სრულიად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აქციის კიდევ 7 მონაწილის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ, 12 მარტს გამოცხადდება.

5-5 ათასი ლარით უკვე დაჯარიმდნენ: დიანა ბოლქვაძე, თამარ სურმანიძე, ბადრი კოჩალიძე, არჩილ ბერიძე, ნათია ლეთოდიანი, დავით რობაქიძე, მანუჩარ ხოზრევანიძე, ქეთი პაქსაძე, მარიამ საგინაძე, ნუგზარ თაფლაძე, თათია აბულაძე, ლინდა ცინცაძე, არჩილ შოთაძე, გიორგი ჩხაიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, გოჩა სურგულაძე და ანა ვაჩეიშვილი.