თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დააკმაყოფილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და მიხეილ სააკაშვილის საქმეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა მტკიცებულებად დაურთო.
სასამართლოზე პენიტენციურმა სამსახურმა ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ის დასკვნა წარადგინა მტკიცებულებად, რომელიც ცენტრი „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ცენტრის მიერ დასმული დიაგნოზები „სარწმუნო და უტყუარი არ არის“.
შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა განმარტეს, რატომ არ უნდა დართვოდა შესაბამისი დასკვნა საქმეს მტკიცებულებად. თუმცა მოსამართლის თქმით, მხარეებს უნდა მიეცეთ თავიანთი მოსაზრებების წარდგენის საშუალება.