სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტრიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ სანქციები უსაფუძვლოა.
„სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით განპირობებული პოლიტიკური გადაწყვეტილება გარკვეული წრეებისგან, იქნება ევროკავშირში თუ სხვაგან, თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში. იქ არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც შეიძლება, მიუღებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი ან სასამართლოს გადაწყვეტილება”. -ამბობს იგი.
“მოსამართლის ან მათი ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესება მიუღებელია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსამართლოა, ყველანაირ ზღვარს სცდება მოსამართლეთა ოჯახის წევრებზე სანქცირების გავრცელება” – დასძენს იგი.
ეს განცხადება მან მოსამართლეთა კონფერენციაზე „1 არხთან” გააკეთა, სადაც სხვა მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.
იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, სადაც მოსამართლეების კონფერენცია იმართებოდა, სინდისის პატიმრების მშობლების აქციაც ჩატარდა – მათ მოსამართლეებისთვის ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.
მშობლებს ხელში ეჭირათ იმ მოსამართლეების გამოსახულებით პლაკატები, რომლებიც მათი შვილების საქმეებს განიხილავენ.