„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის" რუსეთის მოქალაქეობის მიღება მარტივდება

პუბლიკა

დღეს, 17 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომელიც „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის” რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცესს ამარტივებს.

ბრძანების თანახმად, ეს შეეხებათ 18 წელს გადაცილებულ პირებს, ასევე, მათ, ვინც იურიდიულად ქმედუნარიანია, ამასთან, მათ, ვისაც 2008 წლის 26 აგვისტოს უკვე ჰქონდათ „აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა” და პირებს, ვისაც ეს სტატუსი შენარჩუნებული აქვს განცხადების წარდგენის დღემდე.

ეს ბრძანება გულისხმობს, რომ ასეთ პირებს მიმართვის საფუძველზე, შეეძლებათ რუსეთის მოქალაქეობა მიიღონ სტანდარტული მოთხოვნების გვერდის ავლით, გამარტივებულად – ის ეფუძნება ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს, რომლებიც რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან 2021, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთთან 2022 წელს გააფორმა.