შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება.
როგორც ცენტრში ამბობენ, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.
„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი გახდა.
ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, – ამბობენ ცენტრში.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებიცაა გამოქვეყნებული.