მოსმენის დავალება - 2020 წლის ეროვნული გამოცდების უცხო ენის ტესტებში სიახლეა

პუბლიკა
content image

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება.

როგორც ცენტრში ამბობენ, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი გახდა.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, – ამბობენ ცენტრში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებიცაა გამოქვეყნებული.

LB loan image desktop LB loan image mobile